პლასიდო დომინგო სექს-სექტის სკანდალში ეხვევა

პლასიდო დომინგო

ესპანელი საოპერო ვარსკვლავის, პლასიდო დომინგოს ფიგურირებს არგენტინაში სექტის საქმეში, რომელიც სექსმომსახურებით იყო დაკავებული, ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. სექტის ლიდერებს ბრალი ედებოდათ სექსუალურ ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

ერთ-ერთი სამართალდამცველის ინფორმაციით, აღნიშნა, პლასიდოს დანაშაული არ ჩაუდენია და არ არის ორგანიზაციის წევრი.

”ის უფრო პროსტიტუციის მომხმარებელი იყო”, - თქვა მან და დასძინა, რომ არგენტინაში პროსტიტუცია უკანონო არ არის.

ამ დროისთვის, დაკავებულია სექტის საქმიანობასთან დაკავშირებული 19 პირი. გამოძიების ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს მრავალი ცნობილი ადამიანის სახელი.

შეგახსენებთ, ესპანელმა ვარსკვლავმა, რამდენიმე წლის წინ, ბოდიში მოუხადა ქალებს,რომლებიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

პლასიდო დომინგომ, 2019  წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი დატოვა. თეატრსა და ესპანელ ტენორს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი სწორედ დომინგოს მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებები გახდა. 

სექსუალური სკანდალის გამო, მან ლოს-ანჯელესის ოპერის მმართველის თანამდებობაც დატოვა. 

ესპანელი ვარსკვლავი 81 წლისაა.