PHOTO: „როდესაც ნიკოლი დავინახე, ჩემს გულს რაღაც მოუვიდა...“ - 62 წლის ანტონიო ბანდერასის სიყვარულის ისტორია

ლეონარდო


ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და მომხიბვლელმა ესპანელმა მსახიობმა ანტონიო ბანდერასმა წლების განმავლობაში უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო, მაგრამ საბოლოოდ მისი გული სწორი ნიკოლ კიმპელი გახდა.

62 წლის მსახიობი ამბობს, რომ პარტნიორით შეყვარებული და ბედნიერია . 

ყველაფერი კინოფესტივალზე დაიწყო, ბანდერასმა ნიკოლის ტყუპისცალი და გაიცნო და თავდაპირველად სწორედ მან დაიმსახურა მისი სიმპათიები, თუმცა უეცრად ნიკოლი გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა.

„როდესაც ნიკოლი დავინახე, ჩემს გულს რაღაც მოუვიდა. ისინი ერთმანეთს საოცრად ჰგავდნენ, თუმცა სწორედ ნიკოლის დანახვის დროს ვიგრძენი რაღაც განსაკუთრებული“, – იხსენებს ანტონიო.

აღსანიშნავია, რომ მაშინ ანტონიო ქორწინებაში ჯერ კიდევ მელანი გრიფტთან იმყოფებოდა. ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა 8 წლის იუბილე აღნიშნა.  ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, თუმცა ამის შესახებ ანტონიოს თავისი მოსაზრება აქვს.

„მე ნიკოლზე დაქორწინებული ისედაც ვარ, ის ჩემი ცოლია, მე კი მის ქმარი და ჩვენ ბედნიერები ვართ“, – ამბობს ბანდერასი.