გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ესპანეთში მიტოვებული ქალაქი, სალტო დე კასტრო გასაყიდად გამოიტანეს, რომლის ფასიც მხოლოდ 260 ათასი ევროა. BBC-ის ცნობით, ხელისუფლების მიზანი ახალი ინვესტორის მოძიებაა, რომელიც პატარა ქალაქს დანიშნულებას მიანიჭებს.
სალტო დე კასტრო პორტუგალიის საზღვარზე, ზამორას პროვინციაში, მადრიდიდან სამი საათის სავალზე მდებარეობს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. დასახლების მცირე ზომის მიუხედავად, ქალაქისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურას მაინც ინარჩუნებს. 44 სახლის, სკოლისა და ეკლესიის გარდა, პატარა ქალაქში მუნიციპალური საცურაო აუზი, სასტუმრო და საზოგადოებრივი დარაჯის საცხოვრებელიც კი არის განთავსებული.
სალტო დე კასტროში 30 წელზე მეტია, არავინ ცხოვრობს. დასახლება 1950-იან წლებში, ენერგეტიკული კომპანიის მიერ თავისი მუშების ოჯახებისთვის აშენდა, რომლებიც ობიექტს მიმდებარედ აშენებდნენ. თუმცა სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი საცხოვრებლად სხვა ადგილებზე გადავიდნენ და 1980-იანი წლებიდან ქალაქში აღარავინ დარჩა. 2000-იან წლებში დასახლება ინვესტორმა შეიძინა, რომელიც მის ტურისტულ ობიექტად გადაქცევას ფიქრობდა, თუმცა ევროზონის კრიზისმა ხელი შეუშალა და გეგმაზე უარი ეთქვა. სალტო დე კასტროს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდა.
Idealista-ს ვებსაიტზე, სადაც განთავსებულია ქონება , 80 წელს გადაცილებული მესაკუთრე წერს: „ვყიდი იმიტომ, რომ ქალაქგარე ვარ და არ შემიძლია სოფლის მოვლა-პატრონობა“.
ინვესტორის წარმომადგენელ კომპანიაში აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანის დღიდან ქალაქით აქტიურად ინტერესდებიან. მთელი რიგი ქვეყნებიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, 300-მდე ადამიანი დეტალების დაზუსტებას ითხოვდა, ხოლო ერთ-ერთმა პირმა ობიექტი წინასწარი შენატანით „დაჯავშნა.“
ეს სალტო დე კასტროს გაყიდვის პირველი მცდელობა არ არის. თავიდან ქალაქი 6,5 მლნ ევროდ იყიდებოდა, თუმცა ასეთი თანხის გადახდის მსურველი არ გამოჩნდა. დროთა განმავლობაში შენობების მდგომარეობა გაუარესდა და მთელი დასახლების ფასი მადრიდის ან ბარსელონის ბინის ღირებულებამდე დაეცა.
დასახლების „გაცოცხლებასა“ და მომგებიან ბიზნესპროექტად გადაქცევას, დაახლოებით, 2 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია სჭირდება.