1734207713
PHOTO: დაათვალიერეთ ბენ აფლეკის 8 მილიონ დოლარად ღირებული სახლი, სადაც მისი და ჯენიფერის ქორწილი გაიმართა
გუშინ მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მსახიობმა ბენ აფლეკმა ქორწინების კიდევ ერთი ცერემონია გამართეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია ჯორჯიაში, აფლეკის მამულში გაიმართა. როგორც იუწყებიან, სამდღიანი ქორწილის ცერემონია Hampton-ის კუნძულზე, Savannah-იდან 50 მილის მოშორებით ჩატარდა. მას არაერთი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის ჯორჯ კლუნი, მეტ დემონი, რენე ზელვეგერი, ჯიმი კიმელი, კევინ სმიტი და სხვები.
პატარძალს რალფ ლორენის კაბა ეცვა, 6-მეტრიანი ფატით, მასთან გამკლავებაში ლოპესს მისი და აფლეკის შვილები ეხმარებოდნენ, ხოლო ბენ აფლეკმა მნიშვნელოვანი დღისთვის კლასიკური სმოკინგი მოირგო.
ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ივლისში, ლას-ვეგასში დაქორწინდნენ, მაშინ ღონისძიებას მხოლოდ მათი შვლები დაესწრნენ. ლოპესი და აფლეკი ერთმანეთს 2000-იანი წლების დასაწყისში ხვდებოდნენ, თუმცა 2004 წელს, დაგეგმილ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილმა ურთიერთობა 2022 წლის აპრილში განაახლა.
ლოპესისთვის ეს მეოთხე, აფლეკისთვის კი მეორე ქორწინებაა. ჯენიფერს ორი შვილი ჰყავს მომღერალ მარკ ენტონისგან, ბენს კი 3 შვილი მსახიობ ჯენიფერ გარნერთან.