დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მსახიობი და ტელე წამყვანი, არჩილ სოლოღაშვილი "პრაიმტაიმთან" ამბობს, რომ წელს ახალ წელს ცოლ-შვილის გარეშე, ბათუმში შეხვდება. აჩის თავისი ტრადიცია აქვს, ის საახალწლო განწყობის ამაღლებაზე განსაკუთრებულად ზრუნავს.
აჩიკო სოლოღაშვილი: ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ახალი წლის დადგომისას, 12 საათზე ვიყო საუკეთესო ხასიათზე, ფანტასტიკური განწყობით იმიტომ, რომ მჯერა, როგორც შეხვდები ახალ წელს ის გაგყვება, მთელი წელი.
განწყობას ვიქმნი ცოტა მუსიკით, ცოტა სასმლით - შამპანურს ან ნახევრად ტკბილ ღვინოს და როდესაც შევიქმნი ფანტასტიკურ განწყობას შემდეგ ვცდილობ გარშემო სხვებსაც ჩემი განწყობა გადავდო და გავახალისო.
მეკვლე საკუთარ სახლში არასდროს ვყოფილვარ. ხან ვინ არის ჩვენი მეკვლე, ხან - ვინ.
საახალწლო სუფრაზე ყველაზე მეტად მიყვარს გოჭი!
სანი შარშან სააბაზანოში შეხვდა ახალ წელს, ფეიერვეკების რომ არ შეშინებოდა. ბათუმში მივდივარ, საახალწლო ღონისძიებაზე, ასე რომ წელს ნუცა და ბავშვი უჩემოდ შეხვდებიან ახალ წელს, მაგრამ რა ვქნათ.