ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია - რას ამბობს იგი თავის რჩეულზე

ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია. 

იგი პირადზე იშვიათად საუბრობს, თუმცა ამჯერად პირადზე „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრა. 

„უკვე ერთი წელია, შეყვარებული ვარ. საკმაოდ ბედნიერი ვარ პირად ცხოვრებაში, ამიტომ არასდროს არ ვასაჯაროებ. ბავშვობიდან ყოველთვის იმის შიში მქონდა, როგორ უნდა შემეთავსებინა სიყვარული კარიერასთან, როცა ასე გიყვარს შენი საქმე, მაგრამ თურმე ეს შესაძლებელია...“ - აღნიშნა მომღერალმა „იმედის დღეში“.