1760712353
ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ხმაურიანი განშორების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

ნიკოლ კიდმანისა და კიტ ურბანის ხმაურიანი განშორების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. წყაროს ცნობით, 57 წლის ქანთრი ვარსკვლავი, სიტუაციას თვალს შორიდან ადევნებს. მომღერალი ამ ეტაპზე გაურბის წითელ ხალიჩაზე გამოჩენასაც და თავს „დამცირებულად“ გრძნობს.
„ამჟამად მისთვის ყველაფერი ზედმეტად უხერხულია. კიტს უბრალოდ არ ჰყოფნის თავდაჯერებულობა, რომ მედიის წინაშე წარდგეს“, – აცხადებს წყარო. მედიის ცნობით, კიტი მეუღლეს ახალგაზრდა მუსიკოსის გამო დაშორდა. საუბარია 25 წლის გიტარისტ, მეგი ბოსზე, რომელთანაც კიტი ბევრჯერ გადაიღეს. სამაგიეროდ საზოგადოებას არ გაურბის ნიკოლი, რომელიც გასულ კვირას Vogue-ის ახალი სპეციალური ნომრის ვარსკვლავი გახდა.
Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში, კიდმანი მოკლედ შეეხო მის ცხოვრებაში გადატანილ სირთულეებს: „მრავალი რამ გადავიტანე და გადავრჩი“, – თქვა მან და ცხადია, ამ სიტყვებში ნიკოლი თავის ამჟამინდელ ემოციურ ტკივილსა და 19-წლიანი ქორწინებისდასრულებას გულისხმობდა.