1734778532
NASA-ს არტემის 1-მა დედამიწას და მთვარეს ფოტო გადაუღო
NASA-ს უპილოტო კოსმოსურმა ხომალდმა „ორიონმა“, მისია „არტემის I“-ის ფარგლებში მოგზაურობისას, დედამიწიდან ყველაზე შორეულ წერტილს მიაღწია - ჩვენი პლანეტიდან 432 210 კილომეტრს. ხომალდმა დედამიწას და მთვარეს ფოტოებიც გადაუღო.
„არტემის I წარმოუდგენლად წარმატებულია და შეასრულა მთელი რიგი ისტორიული მოვლენები. საოცარია, რამდენად შეუფერხებლად მიდის ეს მისია, რომელიც ჯერ მხოლოდ ტესტია“, - ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.
მისია 25 დღეს, 11 საათსა და 36 წუთს გაგრძელდება და ჯამში 2,09 მილიონ კილომეტრ მანძილს დაფარავს. კოსმოსური გამშვები სისტემა (SLS) დედამიწაზე 11 დეკემბერს დაბრუნდება.
მისია ეკიპაჟის გარეშეა. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.