წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე გიორგი დიასამიძე თავისუფალია. შეყვარებულს რამდენიმე წლის წინ დაშორდა და 4-წლიანი ურთიერთობა დაასრულა, ამ ეტაპზე კი მისი გულის მოგება, ჯერჯერობით, ვერავინ შეძლო.
როგორი გოგოები მოსწონს 34 წლის ახალგაზრდა კაცს - ამაზე ის „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
„პირად ცხოვრებაში, ჯერჯერობით, არაფერი ხდება. სანამ პროექტში შემოვიდოდი, ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მართლა არ მეცალა. ახლა გოგონებისგან არის სიმპათიები. მათი ყურადღება ძალიან გაიზარდა. მწერენ პირადში, ჯგუფებში, ძალიან მაგარი შეტყობინებები შემომდის. მწერენ ემიგრანტები ბელგიიდან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან...
გოგო რომ მომეწონოს, უნდა დავიჭირო მომენტი, გამოხედვა, თვალებში შეხედვა... აქედან გამომდინარე გრძნობები და ქიმია გრძელდება. ვერ აგიხსნი, უნდა ვიგრძნო. ურთიერთობაში ძალიან სხვანაირი ვარ. შეიძლება გამვლელი დავინახო და ისე შევხედოთ ერთმანეთს, მომენტი ვიგრძნო.“ - ამბობს პროექტის მონაწილე.