მსოფლიოში ყველაზე დღენაკლულმა ბავშვმა, რომელიც დაბადებისას 283 გრამს იწონიდა, პირველი დაბადების დღე აღნიშნა

283 გრამს იწონიდა

ნეშ კინმა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი როგორც ყველაზე დღენაკლული ბავშვი, პირველი დაბადების დღე აღნიშნა.

ნეში გასული წლის 5 ივლისს, აიოვაში, ორსულობის 21-ე კვირაზე დაიბადა, მშობიარობის სავარაუდო თარიღამდე 133 დღით ადრე. ბავშვი 283 გრამს იწონიდა. მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 თვე გაატარა და ექიმების თქმით, უამრავ სერიოზულ საფრთხეს გაუმკლავდა.

დღეს მას კვლავ სჭირდება ჟანგბადი, ის ზონდის მეშვეობით იკვებება და სმენის აპარატს ატარებს, მაგრამ მშობლები ამბობენ, რომ ბავშვის განვითარებაში პროგრესს ხედავენ - კერძოდ, მას დამოუკიდებლად გადაბრუნება შეუძლია.