ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენდნენ.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები: 6.23 გრამამდე „ჰეროინი“; 15.3 გრამამდე „პრეგაბალინი“; 0,81 გრამამდე „ალფაპევეპე; 0,1158 გრამი მორფინის ფუძე; 0,614 გრამი კოდეინის ფუძე; 0,165 გრამი ფენტალინი; 115 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“;
რვა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექვს პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 ტერცია მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.