ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
მამაკაცმა შემთხვევით იყიდა საკუთარი მანქანა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოიპარეს.
იუენ ვალენტინი განადგურებული იყო, როდესაც მისი 9 წლის Honda Civic Type R მოიპარეს. მან ქურდობის შესახებ პოლიციას და სადაზღვევო კომპანიას აცნობა, მაგრამ საქმეები ნელი ტემპით მიდიოდა.
მან მსგავსი მანქანის ძებნა ინტერნეტში დაიწყო, რადგან ყიდვა უნდოდა. ის წააწყდა მანქანას, რომელსაც განსხვავებული სარეგისტრაციო ნომრები ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ჰგავდა მის მოპარულ Type R-ს. ის არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ ეს შეიძლება სინამდვილეში მისი მანქანა ყოფილიყო.
საბოლოოდ, კაცმა შავი Honda Civic-ში 26 800 აშშ დოლარი გადაიხადა, თუმცა მალევე უცნაური რაღაცები შეამჩნია. მას მანქანა იმდენად ეცნო, რომ ნავიგაციის შემოწმება გადაწყვიტა:
„გამიჩნდა იდეა, შემემოწმებინა სატელიტური ნავიგაციის ისტორია. იქ იყო ჩემი მისამართი, მშობლების მისამართი, პარტნიორის მისამართი და ადგილები, რომლებიც წინა რამდენიმე წლის განმავლობაში მოვინახულეთ. შემდეგ მივხვდი, რომ ავტოფარეხიდან გასვლისთანავე ჩემი ტელეფონი მყისიერად დაუკავშირდა. ამ ეტაპზე საკმაოდ ნათელი იყო, რომ ეს ჩემი მანქანა იყო“.
პოლიციასთან დაკავშირების შემდეგ, იუენმა შეიტყო, რომ ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) არ ემთხვეოდა მისი ძველი მანქანის ნომერს, რადგან ქურდებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს მის შესაცვლელად.
„ეს ჩემი მანქანა იყო. მათ დამატებითი შემოწმებები ჩაატარეს, მანქანაში ლეპტოპი შეაერთეს და ორიგინალი VIN ნომრის პოვნა მოახერხეს“, - თქვა იუენმა.