1728312638
მშობიარობას არ დავესწარი, ეს თანამედროვე ახალგაზრდობის ტრენდია - დათო ხუჯაძე
მომღერალი დათო ხუჯაძე მეორე ქალიშვილის შეძენის შემდეგ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ამბობს, რომ მშობიარობას არ დაესწრო და ამის მიზეზსც განმარტავს:
„2021 ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბედნიერი წელი იყო. მე და ჩემმა რჩეულმა, ეკა დალაქიშვილმა ოჯახი შევქმენით და პირველი შვილი შეგვეძინა. ფეხმძიმობისას მთელმა პერიოდმა მშვიდად ჩაიარა, ყოველგვარი გართულების გარეშე. ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!
მშობიარობას არ დავსწრებივარ. მე არ ვთვლი, რომ ეს აუცილებელია. ეს თანამედროვე ახალგაზრდობის ტრენდია. ვისაც ეს ტრენდი მოსწონს, შეუძლია, დაესწროს თავისი ცოლის მშობიარობას. მე ასეთ ტრენდებს არასდროს ავყოლივარ. დიდი სიხარულითა და მღელვარებით ველოდებოდი ჩემი შვილის ამქვეყნად მოვლინებას და ეს საქმე პროფესიონალ ექიმებს მივანდე“, - განაცხადა ხუჯაძემ.
წყვილმა პატარა გოგონას ილა დაარქვა.