„აღარ გვყავს ჩვენი მზისსხივა ბიჭი...“ - ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს სკოლა ემშვიდობება
1742243338
დიდი ბრიტანეთი რუს ოლიგარქებს ქონებას ჩამოართმევს, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი იქნება.
ვიცე-პრემიერმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ეს ქონება შეიძლება გამოიყენონ უკრაინიდან ლტოლვილების დასაბინავებლად, წერს The Times .
„თუ ჩვენ გვექნება მტკიცებულებები და სამართლებრივი საფუძველი, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, - განუცხადა რააბმა LBC რადიო, როდესაც ჰკითხეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ქონების კონფისკაციის შესაძლებლობის შესახებ.
კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ასეთი უძრავი ქონების გამოყენებას უკრაინელი ლტოლვილების განსათავსებლად, მან უპასუხა: "დიახ, აბსოლუტურად. ჩვენ ყველაფერს ყოვლისმომცველად განვიხილავთ".