პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გადაცემა „სთორის“ სტუმარი ნინო ლეჟავა იყო.
მან გაიხსენა ისტორია, თუ როგორ დაკარგა მშობლიური სახლი, თუმცა ამის მიუხედავად სულიერად არ დაეცა.
„სამწუხაროდ ჩემი მშობლიური სახლის გაყიდვა მომიწია. ბინის აუქციონზე გაყიდვამდე, მოვასწარი მისი გაყიდვა. და სოფელში შევიძინე სახლი. მე არ მქონდა სახლი სოფელში და ჩემს უფროს ბიჭს გავუკეთე ეს საჩუქარი. თუმცა იმ კოლორიტულ ბინას თბილისში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე ვერაფერი ჩაანაცვლებს.
მომხდარში არავინ დამიდანაშაულებია. როცა ასეთი რამე გემართება არ უნდა დაეცე, ეს იყო ან ჭკუის სასწავლებელი, ან კარმული ვალების დაბრუნება, რომელიც უნდა გადამელახა.
ვალის პროცენტს ვიხდიდი, მაგრამ 6 თვე ხელფასი გაიყინა. მერე მომიწია ვალის მევახშეებთან გადატანა. საბოლოოდ, ვალის გადახდა ვერ შევძელი. მაშინ 4 შვილი მყავდა და ამას მარტო გავუმკლავდი.
ასევე ნახეთ:
როგორ აღნიშნა შორენა ბეგაშვილმა ძაღლის დაბადების დღე - ფოტოები „ინსტაგრამიდან“
როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბინა თბილისის ცენტრში - ფოტოები