,,მოდი, ვთქვათ სიმართლე..." - ვინ არიან სინამდვილეში ერთმანეთისთვის, ცნობილი ტიკტოკერები, დავითი და ნენე

დავით გიორგობიანი და ნენე ქურდაძე

სოციალურ ქსელებში რამდენიმე გამოკვეთილი წყვილი არსებობს, რომელიც გამომწერებმა გამოარჩიეს და განსაკუთრებულად შეიყვარეს. მათ შორის არიან ნენე ქურდაძე და დავით გიორგობიანი.

კიწი და ნაფოტა - სწორედ ამ სახელებით იცნობენ ტიკტოკზე მათ. ცნობილი ტიკტოკერები ,,რუსთავი 2-ის" მეგა შოუს, ,,გვაჩვენე შენი ხმის" სტუმრები იყვნენ.

ყველასათვის აქტუალური კითხვა, თუ ვინ არიან სინამდვილეში ერთმანეთისთვის, მათ გადაცემის წამყვანმა თიკა ფაცაციამ დაუსვა. 

,,ახლა მთელი საქართველო გვიყურებს, მოდი, ვთქვათ სიმართლე.

ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიტყვი ახლა: მე ვარ შეყვარებული და მიყვარს ყველაზე სიმპათიური ბიჭი, გიორგი. 

დავითი არის მხოლოდ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი", - თქვა ნენემ წამყვანის კითხვის პასუხად, რასაც დავითიც დაეთანხმა.

ასევე ნახეთ:

ქალი ირწმუნება, რომ ფეხმძიმობის შესახებ 8 თვე არ იცოდა და ჩვილი ტუალეტის ორმოში ჩაუვარდა - მკვლელობაში ბრალდებული დედის სკანდალური ჩვენება

VIDEO: „ მდუმარეა, მონასტერში ცხოვრობდა...ფურცელზე წერდა, რისი თქმაც სურდა...“ - როგორც ცხოვრობს კაცი, რომელმაც ერს თავი ერთი როლით დაამახსოვრა

მსგავსება მაკა ასათიანთან და ბევრისთვის საინტერესო პირადი ცხოვრება - ინტერვიუ ნენესთან, იგივე კიწისთან