„მიუხედავად იმისა, რომ ბინა ვერ მოვიგე...“ - თამაზას ცხოვრებაში სიახლეა

თამაზა

„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილის, თამაზას ცხოვრებაში კიდევ ერთი კარგი სიახლეა. როგორც თავად ამბობს, ბინა იყიდა იმ უბანში, რომელიც ძალიან უყვარს.

„მიუხედავად იმისა, რომ ბინა ვერ მოვიგე, ვიყიდე. ძალიან მაგარი, თეთრი კარკასი. სპეციალურად ვიყიდე ეგეთი, თეთრი კარკასი მაწყობს. გაყვანილობის თავიდან გაკეთება მინდა. მინდა, ყველაფრის რემონტი ერთიანად დავასრულო.  ისე მიყვარს გლდანი, ბინა იქ ვიყიდე.“ - ამბობს თაზო.