1746733863
მერილინ მონროს 175-მდე ნივთი აუქციონზე გაიყიდება

მერილინ მონროს 175-მდე ნივთი აუქციონზე გაიყიდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნივთებს შორის არის მისალოცი ბარათები და წერილები, რომელიც მონრომ და მამამისმა ერთმანეთს მისწერეს. ასევე, პომადები, ყალბი წამწამები და კაბები.
როგორც უცხოური მედია წერს, აუქციონი 14 და 18 დეკემბერს გაიმართება.