საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1746819306
იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში ომის პარალელურად, პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, პრინციპებზე ქედმაღლურად ნუ დაგველაპარაკებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება ლიეტუვის ელჩის, დარიუს ვიტკაუსკასის განცხადებას, რომ "ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკავშირი ღიაა, მაგრამ იქ არის ღირებულებები და პრინციპები“.
"ძალიან გთხოვთ, იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა რუსეთში ღვინის ექსპორტით, თან ისე, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს და რომლის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა ქვეყანაში რადიკალების აქციებში მონაწილეობენ, ქედმაღლურად ღირებულებებზე და პრინციპებზე ნუ დაგველაპარაკებიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.