პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის პირველი მონაწილე ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავე თამრი ხურცილავაა. გარდა ამ საპატიო წოდებისა, თამრი მსახიობია და ასევე, იყო „მასტერ შეფის“ მონაწილეც.
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მალე ის რეალითი შოუში მიიღებს მონაწილეობას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა გადაწყვეტილება მოუწონა და მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა, ნაწილმა, გააკრიტიკა.
ახლა ის გასტროლებზე იმყოფება და სუხიშვილების ანსამბლთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მართავს კონცერტებს. რთული გრაფიკის მიუხედავად, „პრაიმტაიმთან“ საუბარი მაინც მოახერხა.
აშკარაა, რომ თამრი ერთ-ერთი ის მონაწილე იქნება, რომელიც „პრაიმ ჰაუსის“ ერთგულ მაყურებელს საკუთარი გულწრფელობით თავს დაამახსოვრებს და შეაყვარებს.
- თამრი, რატომ გადაწყვიტეთ „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის მიღება და რა მიზნები გაქვთ დასახული?
- ჩემი პირველი მიზანი, ბინის მოგებაა. დასავლეთიდან ვარ, 14 წლამდე იმერეთში ვცხოვრობდი. „სუხიშვილების“ გამო საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, სადაც 25 წლამდე ნათესავებთან ვცხოვრობდი. შემდეგ ქირით გადასვლა მომიწია და დღემდე ასე ვარ. ეს დიდ პრობლემას მიქმნის. გარედან ჩანს, რომ „სუხიშვილებს“ კარგი შემოსავალი აქვთ, ყველაფერი ისეთი ბრჭყვიალა არ არის, როგორც გარედან ჩანს. ჩვენ ეგეთი მაგარი სპონსორები არ გვყავს, რომ ხელფასი და ჰონორარი გვეყოს, თუნდაც იმაში, რომ ბინა მქონდეს.
იყო ასეთი შემთხვევა - კომპანია „სვეტმა“ „სუხიშვილების“ იმ მოცეკვავეებს, რომლებსაც ბინები არ გვქონდა, გვაჩუქა. მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო, როცა გავიგეთ, რომ მეპატრონეებმა „გადაგვაგდეს“. ჩვენი რეკლამის ხარჯზე იქ ბინები სხვებმაც შეიძინეს, ემიგრანტებმაც... წლები ამ პრობლემის მოგვარებას ველოდებოდით, შემდეგ „m2-მა“ აიღო ყველა პასუხისმგებლობა თავის თავზე და გადაწყვიტა, რომ ის ბინები ჩვენთვის ჩაებარებინა. თუმცა, იმ დროს მოქალაქეების ნაწილმა თანხა და ფართი დაამატა და კომპანიამ დაზარალებულად ისინი აღარ გვცნო, ვინც ეს არ გავაკეთეთ. შესაბამისად, დავრჩით ბინების გარეშე. ასე რომ, ჩემი ძირითადი მიზანი ბინის მოგებაა, რადგან ქვეყნიდან წასვლა არ მომიწიოს, მინდა, ჩემი საყვარელი საქმე საქართველოში ვაკეთო. განაგრძეთ კითხვა