დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მელანია ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გლამურული პირველი ლედია. 52 წლის მელანიას იდეალური ფიგურა საზოგადოების ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოქცეულა.
გასაკვირი არაა, რომ ყოფილმა მოდელმა იცის როგორ უნდა მოუაროს სხეულს ისე, რომ მუდამ ფორმაში იყოს.
და მაინც, რა არის აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის იდეალური ფორმების საიდუმლო?
2016 წელს მელანია ტრამპა GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბალანსირებულ კვებასთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი ხილის მირთმევაც.
მისი თქმით, დღეში, სულ მცირე, 7 სახეობის მაინც მიირთმევს.
მელანიას დილა შვრიის ფაფით ან ჯანსაღი სმუზით იწყება. მანამდე, სანამ აშშ-ს პირველი ლედი გახდებოდა, 2013 წელს ფანებს თავისი საყვარელი სმუზის რეცეპტიც გაუმხილა.
„დააბლენდერეთ ისპანახი, ნიახური, სტაფილო, მოცვი, ვაშლი, ფორთოხლისა და ლიმონის წვენი, უცხიმო იოგურტი, ზეითუნის ზეთი, სელის თესლი, ომეგა-3 და ვიტამინი D“,- უთხრა ფანებს მელანიამ. სადილზე მელანია ზღვის პროდუქტებს მიირთმევს, ხოლო ვახშამზე – მწვანე სალათებს.
მელანია უარს არც ტკბილეულის მირთმევაზე ამბობს.
„თუ რამე ტკბილის მირთმევა მინდა, ხილს ან შოკოლადს ვიღებ. ეს სხეულისთვის აუცილებელია“,- ამბობს მელანია.
ერთ-ერთ ინტერვიუში მელანიამ აღიარა, რომ ძალიან უყვარს ნაყინიც და მას ხშირად მიირთმევს, თუმცა ზომიერად და კვებასთან დაბალანსებულად.
„არაფერია იმაში ცუდი, თუკი დროდადრო არაჯანსაღ სავებს მიირთმევთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანარჩენი დრო ჯანსაღ კვებას ეთმობა“, – ამბობს ის.
მელანია დღის განმავლობაში სამ ლიტრამდე წყალს იღებს. მისის ტრამპი რამდენიმე წელია აქტიურად თამაშობს ჩოგბურთს, ცურავს და ასევე დაკავებულია იოგით. როგორც თავად აღნიშნავს, მისი შვილის, ბერონის გაჩენის შემდეგ სწორედ იოგის წყალობით დაიბრუნა პირვანდელი ფორმები.
„A, C და E ვიტამინებს ვიღებ, რათა კანს, თმასა და ფრჩხილებს სიჯანსაღე შევუნარჩუნო“,- განუცხადა 2011 წელს Bella magazine-ს მელანიამ.
მელანია ჯანსაღ კვებას ცხოვრების წესად აღიქვამს, რომლის დარღვევაც არ სურს.
„მიყვარს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ვზრუნავ ჩემს სხეულსა და კანზე. უფრო ენერგიულად, ჯანმრთელად და ლაღად ვგრძნობ თავს თუმცა, წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ბოტოქსისა და სხვადასხვა ინექციების. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აზიანებს ნერვულ სისტემას და სახეს. ისეთივე მოხდენილად მომემატება წლები, როგორც დედაჩემს. და ვიქნები ის, ვინც ვარ“,- აცხადებს მელანია ტრამპი.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „15 დღის შემდგომ გექნებათ არაჩვეულებრივი შედეგი“ - ბიძინა კულუმბეგოვის ეფექტური დიეტა