„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
აუცილებელია, რომ რუსეთმა და უკრაინამ ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მალე მიაღწიონ,- ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ინფორმაციას THE HILL-ი ავრცელებს.
„აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან არ სხედან და რაიმე სახის შეთანხმებაზე არ მუშაობენ. თუ ისინი ამას მალე არ გააკეთებენ, სიკვდილის, ნგრევისა და ხოცვა-ჟლეტის გარდა არაფერი დარჩება. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუმცა მოხდა. გადაწყვეტა ვერასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც ომის დაწყებამდე იქნებოდა, თუმცა გადაწყვეტა არსებობს და მისი მიღწევა ახლაა საჭირო და არა მოგვიანებით, როდესაც ყველა მოკვდება!“,- აღნიშნა ტრამპმა.