„მეგონა იხალისებდით, აღმოჩნდა, რომ დაინგრა ქვეყანა…“ - რას პასუხობს „მამულიჩა“ გამომწერებს

კაცი

მომღერალმა ლელა წურწუმიამ, სოციალურ ქსელში, ბათუმიდან, რეპეტიციიაზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა.

„ამაზე ნაკლები საუნდჩეკი არ უნდა გქონდეს,“ - წერს ლელა წურწუმია.

„რა უმსგავსობაა სცენაზე ფეხშიშველი დგომა ღმერთო ჩემო“.

„ყველას პატივს ვცემ... მაგრამ იციით ?? ყველაფერს აქვს თავის სილამაზე“.

„ამმაზრზენია! ერთმანეთს ეცით პატივი“, - წერენ სოცქსელის მომხმარებლები.

ფაქტს „მამულიჩა“ გამოეხმაურა:

„მეგობრებო. ამ ვიდეოს ლამის მილიონი ნახვა აქვს ორ დღეში და გამოწვია ბევრი მითქმა-მოთქმა. მე ავტვირთე ლელას ფეიჯზე, ჩემი აზრით სახალისო ვიდეო, რომელიც ზღვაზე რეპეტიციაზე გადავიღეთ და მეგონა ადამიანებიც იხალისებდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ დაინგრა ქვეყანა… ეს ბიჭი, გიორგი თორაძე, ჩვენი გუნდის განუყოფელი ნაწილია და არის უმაგრესი, უჯიგრესი, ყოველთვის ხალისის შემომტანი და რაც მთავარია უკომფორტულესი ადამიანი… ვამაყობ, რომ ჩემი ოჯახის წევრია. მეტი იუმორი ჩემო ადამიანებო,“ - წერს მამულიჩა სოციალურ ქსელში.