გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" ყოფილი მონაწილე ლიზი ქონიაძე "პრაიმტაიმს" ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტში მისი რჩეული პატრიკია.
სურს, რომ გამარჯვებული ის გახდეს.
"პროექტმა ჩემს ცხოვრებას ყველაზე ძვირფასი რამ შესძინა - ეს ჩემი გულშემატკივრები არინა. მწერენ, რომ შენგან ბევრს ვსწავლობ, ბევრს ვიღებო, ესენი ჩემზე ბევრად პატარები არიან და ძალიან სასიამოვნოა.
ცნობადობა მკვეთრად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ "სინგლი" მაქვს ჩაწერილი და ხალხი მაინც მცნობდა.
ბავშვები ქუჩაში ფოტოების გადაღებას მთხოვენ და გულახდილ ემოციებს გამოხატავენ. ეს ყველაზე მაგარი რამ არის, რაც "პრაიმ ჰაუსმა" მომცა.
მაყურებლის თვალით დანახული პროექტი, ძალიან დაძაბულია. ძალიან მინდა, რომ "პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებული პატრიკი გახდეს, ამ პროექტში ჩემი რჩეული ეს ბიჭია.
ბევრი კომპანია მიკავშირდება, საჩუქრებს მიგზავნიან და მთავაზობენ, რომ ვიყო ინფლუენსერი, თუმცა მე უფრო გლობალურ შემოთავაზებას ველოდები." - ამბობს ლიზი ქონიაძე.