ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„პრაიმ ჰაუსის“ ბოლო ლაივზე ირაკლი მახარაძე 33 წლის იუბილეს აუტსაიდერების სკამზე შეხვდა. საბოლოოდ, ხალხის რჩეული გახდა და 2 საათითაც მოახერხა გასვლა და მეგობრების წრეში აღნიშვნა.
ირაკლი საკუთარ ცხოვრებაში ბოლო დღეებში მომხდარ მოვლენებზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
მოლოდინი მქონდა, რა თქმა უნდა, ხალხის დამოკიდებულებისა და მათი შეტყობინებებიდან გამომდინარე. ვხვდებოდი, რომ შესაძლო იყო, გავმხდარიყავი სმს ლიდერი, თუმცა, ისეთ ძლიერ მონაწილეებთან ერთად ვიჯექი სკამზე, რომ ... დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებოდი.
- აუტსაიდერის სკამიდან წამოდექი და თან იუბილარი. როგორი იყო იმ დღის ემოციები?
- რაც შეეხება დაბადების დღეს, მე ასეთი განსხვავებული დაბადების დღე არ მქონია. იყო ძალიან უცნაური და თან საინტერესო და სასიამოვნო. როცა გიორგიმ ტორტი შემომიტანა, ჩავაქრე, რომ სმს ლიდერი გავმხდარიყავი. პირდაპირ ეთერში დაბადების დღე ალბათ, ბევრისთვის სასურველი და საინტერესოა, მე გამიმართლა, რომ ასე დაემთხვა.
- დაბადების დღე კამერებს მიღმა როგორ აღნიშნე?
- 2 საათით სახლში გამიშვეს და ჩემი მეგობრის სახლში მივედი. ყველა ერთად იყო შეკრებილი. პირველი, რაც გავაკეთე იყო ის, რომ პაატას დავურეკე და ვთხოვე, თუ ჰქონდა სურვილი და განწყობა, ჩვენთან მოსულიყო. მოვიდა... ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი. ერთმანეთს ის ემოციები გავუზიარეთ, რომელიც მისი წასვლით გვქონდა გამოწვეული. პაატას წასვლამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ეს განწყობა ალბათ, იქამდე გამყვება, სანამ მე პროექტში ვიქნები.
- რა შეიცვალა ხალხის ამხელა მხარდაჭერის შემდეგ?
- ბევრი რამ შეიცვალა, უფრო გარე მხრიდან. უფრო მეტ სითბოს ვგრძნობ, მხარდაჭერას. მართლა აურაცხელი შეტყობინება შემომდის. მწერენ, რომ სჯერათ ჩემი, არ შევიცვლები და გავუმართლებ ამ მოლოდინებს. სურთ, ვიყო ისევ ისეთი, როგორიც ვიყავი დასაწყისში - მომთმენი, უკონფლიქტო... ასე გავაგრძელებ, მარტივი არ არის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ. არავის ეგონოს, რომ მარტივია.
- დედა ცოტა წინააღმდეგი იყო „პრაიმ ჰაუსში“ შენს მონაწილეობაზე. ახლა რას გეუბნება?
- ნამდვილად, ცოტა წინააღმდეგი იყო და არ ჰქონდა სურვილი, რომ ამ პროექტში შემოვსულიყავი. ახლაც, როცა სახლში ვბრუნდები, მაქსიმალურად ცდილობს, რომ ამ თემას თავი აარიდოს. მაგრამ ვხვდები, რომ ნერვიულობს... თუ მას უჩნდება რამე კითხვა, მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ. ამ თემაზე მეგობრებთან ვსაუბრობ.