ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მას შემდეგ, რაც პაატა თედიაშვილმა "რუსთავი 2-ზე" რეალითი შოუ დატოვა, ყოველდღიურად იღებს "სამძიმარს" იმის თაობაზე, რომ "პრაიმ ჰაუსს" ასე უდროოდ თუ ნაადრევად გამოეთიშა. აი, თუ რა განწყობაზეა ხაშურელი მაჩო, განსაკუთრებით ამ იარლიყის მიკერების შემდეგ, ამაზე თავად გვიამბობს.
პაატა თედიაშვილი: დავისვენე. ვეწყობი გარეთ ყოფნის რეჟიმზე. ვიღებ ზარებს და მესიჯებს, თუ როგორ უსამართლოდ მომექცა პროექტი. პასუხი არ მაქვს (იცინის), თუმცა ვეუბნები, რომ ამ შოუმ თავისი საქმისა თავად იცის, ესე იგი, ასე იყო საჭირო. მეკითხებიან, დადგმული ხომ არ იყოო, შენ ხომ არ გჭირდებოდა პროექტიდან გასვლაო? არა-მეთქი, მეც ვდგავარ და თავს ვიმართლებ.
პროექტი ისე დავტოვე, ცხელ გულზე ინტერვიუ არ მიმიცია, არ მინდოდა რამე გამეფუჭებინა, გამეფუჭებინა ის კეთილგანწყობა, რაც მაყურებელში მოვიპოვე. ამ გადმოსახედიდან შემიძლია მადლობაც ვუთხრა პროექტის ორგანიზატორებს. ვფიქრობ, რომ ჩემი წამოსვლა დროულიც კი იყო.
პროექტს ახლად გამოთიშულს, ცოტა გაოცების განცდა მქონდა, მაგრამ დავძლიე. არ ვიცი, ვერ გეტყვით, შეიძლება უინტერესო ვიყავი და პროექტს ამიტომაც გამოვეთიშე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. ყველაფერს ვაკეთებდი. ვფიქრობ, შემოქმედებითი აქტიურობაც არ დამკლებია, არც ადამიანური რესურსი დამიკლია. პროვოკაციის დროს მე არავის ვეჩხუბები. ბულინგს და არაერთგვაროვან თავდასხმას, აგრესიით კი არ ვპასუხობ, არამედ ვინელებ. არაფერი მიღირს ჩხუბად და შეურაცხყოფაზე გადასვლად. ეს პროექტი კი ითვალისწინებს რეალური ემოციის გამოხატვას კონკრეტულ სიტუაციაში. მდუმარებაში ყოფნა და პასუხების კორექტულად გაცემა, თავის საქმეს ვერ აკეთებს.
- თუმცა "პრაიმ ჰაუსმა" შენს პოპულარობას ახალი სუნთქვა გაუხსნა.
- კი, ბატონო. თუ მანამდე ნეგატიურ კონტექსტში განვიხილებოდი, ჩემი გამოწვევების და პროვოკაციების გამო, ამ პროექტში კი სხვა კუთხით გამიცნეს და ჩემკენ შემობრუნდნენ და დღეს წერენ, რომ თურმე სულ სხვა ადამიანი ყოფილა და ეს მისი სასცენო იმიჯი ყოფილაო. ადამიანური მომენტები დაინახეს. ამად ღირდა ჩემი ამ რეალით შოუში მონაწილეობა.
მოკლედ, კარგ დროს წამოვედი, კიდევ უფრო ღრმა ფაზაში შეიძლებოდა რამე ისეთი მომხდარიყო, რომ ხალხის ჩემდამი დადებითი დამოკიდებულება შეეცვალა. იქ ნერვების ომია, ფსიქოლოგიური ნიუანსია, შეიძლება ადამიანი მდგომარეობიდან გამოვიდეს. ასე ჯობდა, სიკეთე გამიკეთეს (იცინის). მანამდე ხომ იყო ინტერვიუები, მე არასდროს მითქვამს, რომ მერკანტილური მიზნებისთვის, ბინისთვის შევედი პროექტში. არც ის იქნებოდა ურიგო, ცოტა ხანი კიდე დამეყო პროექტში და ბოსი ვყოფილიყავი, საინტერესო და დასამახსოვრებელი ღონისძიების გაკეთებაც მინდოდა... მაგრამ ყველაზე მეტად მე მსურდა საზოგადოებას ჩემი რეალური სახე დაენახა. მიზანი მიღწეულია და დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელობას.
- და მაინც რა იყო შენი ცნობილი და ფრთიანი ფრაზის მიზანი? (500-600 პარტნიორთან დაკავშირებით)
- ღამე თავისუფალი საუბრები გვქონდა. ზოგჯერ პირად საუბრებში, გავიწყდება რომ პროექტში ხარ, ან იმ მომენტში არც გგონია, რომ საუბარი იწერება. ინერციას ისე მიჰყავხარ, ვერ აკონტროლებ. და ასე გაქნეული უწყინარი ფრაზა გახდა დღის თემა. გადაფარა ყველაფერი. თან ჩემი ბოლო დროინდელი რეპერტუარიც ისეთი იყო, რომ წაეშველა (იცინის). გააიგივეს ჩემს პიროვნებას, რომ აი...
- როგორი მაჩოაო. და სინამდვილეში რა ხდება?
- ამ ყველაფერში უმაღლესი მათემატიკა ჩართეს და საშუალო სტატისტიკურით რომ გამოთვალეს, ბევრი არაფერი. არიან ადამიანები, ვისაც მეტიც ჰყოლია. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც თავისუფალი სექსუალური ცხოვრებით ცხოვრობს და ერთ საწოლზე რამდენიმე პარტნიორი ჰყავთ. მართლა ასეა. ეს ნორმაა და არა ფსიქოსექსუალური გადახრა. რამდენიმე პარტნიორთან ერთად სარეცლის გაზიარება, ჩვეულებრივი ამბავია. ასეთი ადამიანების კალკულაცია სადამდე ავა წარმოიდგინეთ?!
- ანუ ამ ნორმის ფარგლებში გაზიარებული სარეცლის კალკულაცია შემოგვთავაზე?
- ნუ, ახლააა... (იცინის) ისე, რაც გარეთ ვარ, ყველა იუმორისტულ შოუში ამ თემაზე სურთ მესაუბრონ, სანამ ჯერ კიდევ ცხელია.
- ბევრი გოგონა გწერს?
- ჩემს სოციალურ ქსელებს იმდენი გამომწერი დაემატა, ყოველდღიურად უამრავი საინტერესო ადამიანი მწერს. მიხარია, რომ სანაცნობო წრე გაიზარდა. ამ პროექტმა ერთფეროვნება შეცვალა. გაიღვიძა იუმორმა, ინსტინქტმა, ადამიანური საკითხები დაიძრა. ამიტომ უნდათ ამ პროექტში მოხვედრა. ერთხელ მაინც ნახონ, იქ რა ხდება.
- პრაიმ ჰაუსელები მოგტირიან. ამაზე რა ემოცია გაქვს?
- ის ადამიანები ვინც შიგნით მიყურებდნენ და ეგონათ რომ კოალიციის ნაწილი ვარ, მიხვდნენ, რომ თურმე ასე არ არის. ამ პროექტში არანაირი იმუნიტეტით არ ვსარგებლობდი. არანაირი პრივილეგიები არ მქონდა. მეც ისეთივე მოთამაშე ვიყავი, როგორც ისინი. ჩემი თვითმიზანი არავის დაჩაგვრა არ ყოფილა. არავის მიმართ არ მქონია მისი პროექტიდან ნაადრევად მოშორების სურვილი. რა თქმა უნდა სისიამოვნოა, როდესაც უყურებ რომ ტირიან შენ გამო, რადგან მიხვდნენ, რომ არასწორად ფიქრობდნენ. ბევრს არ გამოუხატავს იქ ემოცია ყველას სახალხოდ ტირილი არ შეუძლია.
შოუს ყურებას ვაგრძელებ, რადგანაც მონოლოგებს ისევ ვწერ. პროექტმაც არ გაატარა უყურადღებოდ და მადლობა შოუს სოცმედიას ჩემი ვიდეოს გაზიარებისთვის.
- ხრიკი იხმარე, ხო? მაინც მონაწილეობ, ოღონდ გარედან.
- კი, "პრაიმ ჰაუსში" მონაწილეობას ვაგრძელებ, ვაკვირდები და ლოიალურად და უკვე კრიტიკულადაც განვიხილავ მათ ქმედებებს. გარედან ჩანს აურზაური, ქაოსი და უმართაობა. ის აგრესია, რაც ეკრანზე ჩანს, მერე მონაწილეებში სინანულს იწვევს. ტირიან, იკეტებიან ოთახებში. შეურაცხყოფას და ფსიქოლოგიურ ზარალს, რასაც ერთმანეთს აყენებენ, მერე ყველა ნანობს. მათში ღრმა პიროვნება მაინც რჩება. თითოეული მონაწილე ათასობით ადამიანში გამოარჩიეს, რომ პროექტში მონაწილედ მიეღოთ. მართლა გაოცებული ვიყავი, ყველა მათგანი ნიჭიერი ადამიანია. აქვთ პროფესიები, რამდენიმე ენას ფლობენ, რეგალიებით დახუნძლული ხალხია, აქვთ შემოქმედებითი უნარები. ვფიქრობდი, რომ მათ შორის ფონს გასვლა, რთული იქნებოდა. კონკურენცია მაღალია. ტრანსფორმაცია და თეატრალიზება იმდენად სწრაფად შეუძლიათ, ხვდები, რომ ეს დიდი ნიჭია.
- გეგმები?
- სიმღერები უნდა ჩავწერო და მათი პრემიერები გავაკეთო. "დილა მშვიდობისა" არის ჩემი ახალი სიმღერა, რომელზედაც პროექტში შესვლამდე კლიპი გადავიღე, მაგრამ მისი პრეზენტაცია ვერ მოვასწარი. ენერგიული სიმღერაა, მოსმენის დროს ხელ-ფეხს და მხარს აყოლებენ. მინდა გასვლითი სოლო კონცერტები, მათ შორის - სვანეთში. ვნახოთ... გეგმები მაქვს.