მეგან მარკლმა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა

მეგან მარკლი

მეგან მარკლმა დედოფლის გარდაცვალების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა.  ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

Variety-სთან მიცემულ ინტერვიუში მეგანი დედოფალ ელისაბედზე ლაპარაკობს და იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც მონარქის სიკვდილის გამო დიდ ბრიტანეთში გლოვა იყო გამოცხადებული.

„ხალხისგან უდიდესი სიყვარული და მხარდაჭერა ვიგრძენით.  მოხარული ვარ, რომ  მძიმე წუთებში ჩემი ქმრის გვერდით ვიყავი. 

რა უნდა იყოს შვილიშვილისთვის იმაზე საამაყო სანახავი, როდესაც ხედავს ბებიამ როგორი დიდი კვალი და მემკვიდრეობა დატოვა. განსაკუთრებით,  ლიდერობის კუთხით, მან აჩვენა თუ როგორი ძლიერი შეუძლია ქალს იყოს. 

მადლობელი ვარ, რომ მომეცა დედოფალი ელისაბედის გაცნობისა და მასთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა.  მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა, რთული მოსასმენი იყო. თუმცა, როგორც ჩემმა ქმარმა თქვა „ახლა ის კვლავ თავის ქმართან ერთადაა". 

მახსოვს როგორი განსაკუთრებული შეგრძნება დამეუფლა, როდესაც მას შევხვდი. ვამაყობ და ყოველთვის ვიამაყებ, რომ მასთან თბილი ურთიერთობა მქონდა",- აღნიშნა მეგან მარკლმა.