წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
წლებია, ყიფშიძეების ბინის შესახებ, რომელიც სადავოა, უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.
ლენუკა განმარტავს, რა ვითარებაში დაკარგა ოჯახმა სახლი და რა ხდება ახლა.
„კიდევ მიმდინარეობს დავა, ძალიან ბევრნი ვცხოვრობთ, ხომ იცით. მთელი ოჯახი ზურაზე ვართ, აღარ მინდა, სანერვიულო ჰქონდეს. მე და გიორგი უკვე ისეთ ასაკში ვართ, ჩვენი მისახედია ზურა, თუმცა სამწუხაროდ, ვერ გვეძლევა იმის საშუალება, რომ მშობლებს ტკბილი სიბერე ჰქონდეთ. არ მინდა, მშობლებმა იფიქრონ იმაზე, რომ აი, ბანკში ვალი მაქვს, რა ვუყო შვილებს და ა.შ… როგორც დღეს სახლებს კარგავენ, ისე მოგვივიდა მე და დედაჩემს, ვენდეთ მეგობარს, რომელმაც შემდეგ თავი მოიკლა. მოხდა ისე, რომ ბანკმა ჩამოგვართვა, ზურამ სთხოვა გვაცადეთო, მაგრამ არ გვაცადეს, გაიყიდა უცხოელზე, ვინ არ ჩავრიეთ, მაგრამ გვერდში არავინ დაგვიდგა. ძალიან გულდასაწყვეტია. დღეს ისევ სასამართლოშია საქმე… ამ ყველაფერმა მოტეხა დედაჩემიც, აღარ უნდა გარეთ გასვლა.“ - ჰყვება ლენუკა „ვიზიტორში“.