პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლენუკა ყიფშიძის ცხოვრების დევიზი ადამიანობის შენარჩუნება და სიკეთის კეთებაა. მიიჩნევს, რომ ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპი დაამსხვრია და რეალითი შოუში მონაწილეობით, ქალბატონებს ცხოვრების, უკეთეს ფორმაში ყოფნის სტიმული მისცა...
- როცა სარკეში იყურებით, ვის ხედავთ?
- შინაგანად პატარა ლენუკას - ბავშვს, რომელიც თითქოს უსუსურია, დაცვა სჭირდება, მაგრამ იმავდროულად ვხედავ ძლიერ და მიზანდასახულ ქალს.
- ცხოვრების ამ ეტაპზე, თქვენს მთავარ მიღწევად რას მიიჩნევთ?
- რა თქმა უნდა, შვილს. 40 წლის ვარ, ჩემი შვილი უკვე 22 წლის ხდება. მისი სახით, გვერდით კაცი მიდგას, თან ისეთი შვილი მყავს, რომლის შესახებაც სულ ვამბობ, ღმერთმა ისეთი საჩუქარი მიბოძა, რომ უბედნიერესი დედა ვარ. ვფიქრობ, ქალისთვის ეს უმნიშვნელოვანესია,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ლენუკა.
მოდელი ახლახანს, რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო, „პრაიმჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
- სოციალურ ქსელში წავიკითხე, თითქოს ურთულესი ოპერაცია გაიკეთე, თუმცა, როგორც ვიცი, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა…
მივეჩვიე ყალბ ინფორმაციას, შემდეგ ვდებ ხოლმე პატარა პოსტს. ორი წლის წინ ავარიაში მოვყევი, მკერდის არე დამიზიანდა და 6-საათიანი ოპერაცია დამჭირდა, ივა კუზანოვმა გამიკეთა. მაშინ, ავარიის დროს, მამაჩემს საერთოდ უთხრეს ჩემზე, დაიღუპაო. გავიგეთ, თქვენი შვილი დაიღუპაო და ძალიან ვწუხვართო, ზურა კინაღამ მოკვდა…“,- ამბობს ლენუკა.