9 ოქტომბერს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1728414593
ეკა კვალიაშვილის ქალიშვილს, მომღერალ ნუკა კვალიაშვილს, 8 იანვარს მესამე შვილი შეეძინა. გოგონა, ნუკას, მეორე ქორწინებაში, გოჩა გელაშვილთან გაუჩნდა. პირველი ქორწინებიდან კი მას ორი ვაჟი ჰყავს.
პატარა ალექსანდრა ერთი კვირით ადრე გაჩნდა და როგორც ეკა ჩვენთან საუბარში ამბობს, ახალშობილმა ახალი წლის დღეები გაუბედნიერათ.
ეკა კვალიაშვილი: ალექსანდრა რვაში გაჩნდა. ჩვენი გოგო ბარტყი. ვიცოდით, ვისაც ველოდებოდით და გვიხაროდა. ბიჭიც რომ ყოფილიყო, გაგვიხარდებოდა, თუმცა რახან ორი ბიჭი ჰყავს ნუკას, ალექსანდრამ უფრო გაგვაბედნიერა.
უკვე სახლში არიან, თუმცა მე და ბიჭებს, ჯერ პატარა არ გვინახავს. მაშინვე არ გავქანდით და თავზე არ დავაცხერით. ვაცდი, მოერგონ სიტუაციას, ადაპტირდნენ. ხომ იცით, ამ დროს "მოხოდვა" სჭირდება. მერე, პატარა ალექსანდრას, მე, ლუკა და სანი მოვინახულებთ.
- ხშირად, დედისერთა ქალიშვილები სამ-ოთხ შვილს აჩენენ... ნუკასაც ჰქონდა ეს მომენტი, ბევრი შვილის გაჩენა სურდა?
- არ უთქვამს, რომ აპირებდა. ნუკა არ არის ის ტიპი, ასე დაჯდეს და თავის პირადზე და გეგმებზე ისაუბროს. იღებს გადაწყვეტილებებს და დამოუკიდებლად ცხოვრობს.
მე ნუკა 90-იან წლებში გავაჩინე და დღემდე მწარედ მახსოვს იმ პერიოდის სიმძაფრე. მერე მეორე შვილზე არ მიფიქრია.
ნუკას უკვე სამი შვილი ჰყავს. მერე სანიც გადავა დედიკოსთან და დაიკოსთან, ლუკა კი ჩემთან დარჩება, რომ ონლაინსწავლაში ხელი არ შეეშალოს და მე მივეხმარო.
- პროფესიული კუთხით რას გეგმავთ წელს?
- გამაცინეთ. ჯერ ეს უბედურება მორჩეს და მერეზე, მერე დავიგეგმები...