„თოვლი, წვიმა, ნალექი...“ - ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1731924856
მარიამ შუკაკიძე ერთადერთი ქართველი ინფლუენსერია, რომელსაც თითქმის ხუთი მილიონი გამომწერი ჰყავს. ულამაზესი მარიამის ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლეა და ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.
– ხშირად შემხვედრია ნიუსები და ფოტოები სათაურებით – „მარიამ შუკაკიძის მდიდრული ცხოვრება“ და ალბათ, ბევრი ფიქრობს, რომ ამ ბიზნესის გარეშეც არაფერი გაკლდა…
– სანამ ჩემს მეუღლეს გავიცნობდი, მე უკვე „ინფლუენსერი“ ვიყავი. იმ დროს ამ საქმიანობის შესახებ ბევრმა საერთოდ არ იცოდა. ვიღებდი ფოტოებს, ლამაზად ვიცვამდი, რეკლამებს ვაკეთებდი და ასე დავიწყე თანხის გამომუშავება. ვერ ვიტყვი, რომ ფინანსურად მხოლოდ მეუღლეზე ვარ დამოკიდებული. თვითონაც მაქვს შემოსავალი. მეუღლეს თავისი ბიზნესები აქვს, კაპიტანია და სამი თვით მიდის ხოლმე, მაგრამ ის ჩემი მთავარი საყრდენია და ყველაფერში გვერდით მიდგას.
– ქუჩაში გრძნობ ინტერესს?
– სხვათა შორის, ბოლო დროს – განსაკუთრებით. მოდიან, მეუბნებიან, რომ რეალურად უფრო ლამაზი ვარ. ჩემ მიმართ დიდი დოზით იყო ბულინგი, თითქოს ყველაფერი ფოტოშოპის დამსახურება იყო. ფოტოშოპს ყველა იყენებს და მათ შორის მეც, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ქუჩაში ვერ მიცნონ. პირიქით, ყველა სიყვარულით მხვდება და უამრავ კომპლიმენტს მეუბნება. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება.
– და ამ ყველაფრის გამო დაცვის აყვანაც გადაწყვიტე.
– კი, მე მყავს დაცვაც და მძღოლიც. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი და არ ვფიქრობ „მე ვარ, რაც ვარ“. უბრალოდ, რადგან ცნობილი ადამიანი ვარ, ცოტა გარეგნობითაც გამოვირჩევი, ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო დროს ძალიან ცუდი ფაქტები ხდება, ამის გამო უფრო მეტად ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო, დაცვა მყოლოდა, რადგან თვითონ, ძირითადად, საქართველოში არ არის. მიზეზი მხოლოდ ესაა და არა ის, რომ მე ვინმეს ზემოდან ვუყურებ.