გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
მომღერალ, დათუნა მგელაძესთან ჟურნალმა „გზამ“ ბლიცინტერვიუ ჩაწერა და პირად საკითხებზე კითხვები დაუსვა.
საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…
…ისეთი რამ აღარ გავაკეთო, რაზეც ცხვირი ერთხელ უკვე წავიმტვრიე. საკუთარ შეცდომებზე გავიზარდე და ბევრ რამეს მივხვდი.
პატიება შემიძლია…
…ნახევარ საათში (იცინის). უბოროტო, დაუგეგმავი, უნებლიე შეცდომების პატიება მარტივად შემიძლია.
თავად პატიების თხოვნა, ბოდიშის მოხდა გიჭირს?
თუ მივხვდი, რომ შემეშალა, ზღვარს გადავედი, ბოდიშის მოხდა პრობლემა არ არის.
ბოლოს ბოდიში ვისთან ან რის გამო მოიხადე?
(პაუზის შემდეგ) ვერ ვიხსენებ.
როცა მომავალზე ვფიქრობ…
…ვფიქრობ შვილზე, მის მომავალზე. მარტო რომ ვიყავი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ სიტყვებს თუ ვიტყოდი. შვილი ყოფილა ყველაზე დიდი სიმდიდრე და ცხოვრების აზრი. 2 წლის წინ იმავე წინადადებას სულ სხვაგვარად დავასრულებდი“. სრულად
ასევე ნახეთ:
ვინ მიიღებს 10 000 ლარს ფულადი ჯილდოს სახით - მთავრობის ახალი გადაწყვეტილება
ქალმა გარდაცვლილი ქმრისგან შვილი მისი დაკრძალვიდან სამი წლის შემდეგ გააჩინა