ამ ინფორმაციამ, შესაძლოა, სიკვდილისგან გიხსნათ! ნახეთ, როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით

ჭექა-ქუხილი

გუშინ თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის მასშტაბით პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, წაიქცა ხეები, დაზიანდა ელექტროსადენები. 

სოციალური ქსელის მომხმარებლები მეხის ჩამოვარდნის შესახებაც წერდნენ.

როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელჭექის დროს, თუ ქუჩაში ვიმყოფებით - მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვიზიარებს.

„პირველ რიგში, ეცადეთ თავი შეაფაროთ უახლოეს შენობას.

თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე გამართულად/სწორად წოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.

ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.

გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.

არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.

მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.

თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩასწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.“

ასევე ნახეთ:

სანიაღვრე სისტემა კონკრეტულ ადგილებზე ნაგვით იყო გადავსებული - რა ხდებოდა ღამით თბილისში

საყურადღებო ინფორმაცია! ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარიც - სინოპტიკოსები

„მე ცოლი ვიყავი, ბევრის უფლება მქონდა, მაგრამ ეს სამარცხვინო სპექტაკლი დავტოვე...“ - თაია ჭიჭინაძე მიმართვას ავრცელებს

VIDEO: დატბორილი ავტობუსი და შეუპოვარი მძღოლი - ღამის კადრები ვირუსულად ვრცელდება