„მართლაც, რომ ენით აღუწერელია საკუთარ შვილთან განშორება, მაგრამ ჩემთვისაც დადგა ეს გარდაუვალი ეტაპი...“ - რატი წითელაძე ემოციური გადაწყვეტილებით

RATI

მსახიობი და პროდიუსერი რატი წითელაძე ვაჟის მამა სულ ახლახან გახდა და როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პირველად მოუხდა შვილის დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება. 

"დღეს პირველად მომიწია ჩემი პატარა ანგელოზის დატოვება… და წასვლა შორს.

ძალიან მიჭირს ცრემლების გარეშე ამ გრძნობის გადმოცემა, მართლაც, რომ ენით აღუწერელია საკუთარ სისხლთან, საკუთარ შვილთან განშორება. მაგრამ, ალბათ ბევრი მშობლისთვის ძალიან ნაცნობი, მტკივნეული და ამავდროულად სიყვარულით აღსავსე მომენტია… მტკივნეული, რადგან გიწევს დატოვო საკუთარი შვილი, რათა უკეთესი მომავალი შეუქმნა პატარას ან თუნდაც უბრალოდ იშოვო საარსებო წყარო. სიყვარულით აღსავსე, რადგან უზომოდ ბედნიერი ხარ, რომ გყავს პატარა სასწაული, რომელიც სამყაროში ყველაფერს გირჩევნია!  რამდენიმე სამსახიობო და სარეჟისორო შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, და არ წავედი ფილმის მსოფლიო პრემიერაზე, მაგრამ ჩემთვისაც დადგა ეს გარდაუვალი ცხოვრებისეული ეტაპი…!

თუმცაღა, ერთი რამ, რაც მე შვებას მაძლევს და მახარებს არის ის, რომ ალექსანდრეს ჰყავს უსაყვარლესი და უმშვენიერესი დედა, რომელიც სულს და გულს მისცემს მისთვის! ოლგა, ჩემო, უზომოდ მიყვარხარ!", - წერს რატი წითლიძე.