„ოლგა ფეხმძიმედ იყო, Yandex-ის მძღოლმა წვიმაში არ წაიყვანა...“ - რა გადახდა რატი წითელაძის ოჯახს

მსახიობი

მსახიობი და რეჟისორი რატი წითელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ Yandex Go Georgia-ს მძღოლმა ქარბუქში და სიცივეში მომსახურებაზე უარი უთხრა, რადგან თან ძაღლი ჰყავდა.

„უზომოდ იმედგაცრუებულები ვართ!

დღეს, ჩვენს 2 თვის პატარასთან ერთად ვიყავით სატელევიზიო გადაცემაზე, რომლის შემდეგაც გამოვიძახეთ ტაქსი, როცა მძღოლმა დაგვინახა ძაღლთან ერთად გვითხრა, რომ არ ჩაგვსვამდა!!! ვკითხე, ასეთ ქარბუქში და სიცივეში, პატარასთან ერთად როგორ გვტოვებ თქო??? მითხრა რომ არ აინტერესებდა და წავიდა!

რამდენად სამწუხარო არ უნდა იყოს ეს ფაქტი, ეს არ არის პირველი შემთხვევა... როცა ოლგა ფეხმძიმედ იყო, ის Yandex Go Georgia-ს მძღოლმა წვიმაში არ წაიყვანა, იმის მიუხედავად რომ ოლიამ აუხსნა მას, რომ ლეკვი ჰიპოალერგიულია და არანაირი საფრთხეს არ წარმოადგენს!

ასეთი არა ადამიანის გამო არ მსურს რომ ცხოვრება დავინგრიო, მაგრამ დღეს სულ ცოტა დამაკლდა ამ ნაბიჯის გადასადგმელად...!

მე ყოველთვის ვამაყობ ჩვენი ერით და ქართული მენტალიტეტით, და ბედნიერი ვარ რომ ჩვენი პატარა ამ ღირებულებებზე გაიზრდება და გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ასეთი დამპალი ვაშლები, არ შელახავენ ჩვენს საამაყო ერს!“, - წერს რატი წითელაძე.