„მარტის მერე ურთულეს გზას გავდივარ, ვერ წარმოიდგენთ...“ - თამო ვაშალომიძე დუმილს არღვევს

თამო ვაშალომიძე

ფოტო მოდელი თამო ვაშალომიძე მილანიდან მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და მეუღლესთან დაშორების შემდეგ ემოციურ მდგომარეობაზე საუბრობს.

„რაც შეეხება ჩემს პირადს, ისეთი რთული პერიოდი მაქვს... არ ვფიქრობ... არ მინდა ვიფიქრო, ურთულეს გზას გავდივარ. მარტის მერე ჯოჯოხეთურ გზას გავდივარ, ვერ წარმოიდგენთ... ხანდახან მიკვირს ხოლმე, როცა ჩემს სთორებს ვუყურებ, როგორი ვარ ასეთი, როგორი ვახერხებ, რომ ავდგე, გავიღვიძო, ვიმუშაო, ბავშვებთან ვიყო, ნერვები მქონდეს.

როცა ლაივში შემოვალ, არ მკითხოთ არაფერი, ჩემთვის მტკივნეულია, მოვა დრო, როცა აღარ ვიფიქრებ ამაზე. ამ ეტაპზე, გთხოვთ...“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.