მარგო რობი ამბობს, რომ Wolf of Wall Street-ში შიშველი სცენების გამო, ძმა 3 თვე არ ელაპარაკებოდა

მარგო რობი

ავსტრალიელმა მსახიობმა, მარგო რობიმ პოდკასტ Screen Time-ში საუბრისას თქვა, რომ Wolf of Wall Street-ში ნათამაშები შიშველი სცენების გამო, საკუთარი ძმა 3 თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

„Wolf of Wall Street-ს ოჯახთან ერთად ვუყურე, შეცდომა დავუშვი, ძალიან არაკომფორტული იყო. ჩემი ერთ-ერთი ძმა სამი თვის განმავლობაში არ მელაპარაკებოდა. არა იმიტომ, რომ გაბრაზდა, უბრალოდ დრო სჭირდებოდა, ისევ საკუთარ დად აღვექვი", – იხსენებს მსახიობი.

მარტინ სკორსეზეს ფილმში Wolf of Wall Street, 2013 წელს მარგო რობი რამდენიმე შიშველ სცენაში გადაიღეს.

„ერთ-ერთი გადაღების დროს სკორსეზეს უნდოდა, მოსასხამი მცმოდა, მაგრამ მე თვითონ გადავწყვიტე, სრულიად გავშიშვლებულიყავი, რადგან ჩემი პერსონაჟი ნაომი ლაპალია სწორედ ასე მოიქცეოდა", - განაცხადა ფილმის გამოსვლის შემდეგ 2014 წელს მარგომ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.