დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მაკა შალიკაშვილმა ექვსი წელი დამალა, რომ ჯვარდაწერილია და ეს გამოუვიდა. ვერც ერთმა ყვითელმა გამოცემამ ეს ვერ გაიგო. არსად გაუჟონავს ინფორმაციას, რომ მსახიობი მეორედ გათხოვდა.
ბრავო, მაკა!
გადაცემა "ფარულ კონვერტში" ამბობს, რომ ამის მიზეზი ჰქონდა...
გადაცემის მაყურებელმა ექსკლუზიურად შეიტყო, რომ მსახიობი შალიკაშვილი, რომელიც აქამდე მხოლოდ ერთხელ იყო გათხოვილი და მას რატი გოგუაძესთან ქალიშვილი ჰყავს, სინამდვილეში ჯვარდაწერილია.
მაკამ იასთან სტუმრობისას კონვერტი გახსნა, გადაცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროვება, 5 ათასი ლარის სანაცვლოდ ინება.
მაკა შალიკაშვილი: ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული დამალვა. ამას ჰქონდა ძალიან ბევრი მიზეზი, თუ რატომ უნდა დამემალა. თუნდაც იმიტომ, რომ გენიალურმა პოეტმა თქვა, სიყვარულსა მალვა უნდაო. მართლა უნდა და მე ამას მივხვდი.
ეს მისი სურვილიც იყო და მე მას ეს თხოვნა შევუსრულე.
ამას ვიტყვი, ია, შენს გადაცემაში და მე ამ საკითხზე მეტჯერ აღარ ვილაპარაკებ:
მე ექვსი წელია ვარ გათხოვილი, მყავს ქმარი.
ჩემი ქმარი არის ირაკლი ყაჭეიშვილი, მუსიკოსი, რეჟისორი. არაჩვეულებრივი, უნიჭიერესი ადამიანი და საქმის პროფესიონალი.
ირაკლი ჯგუფ "ინსაითის" გიტარისტის, გოჩა ყაჭეიშვილის შვილია.
ჯვარი მამა ადამ ახალაძემ დაგვწერა. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში იმდენად იყო გასაიდუმლოებული ეს ჯვრისწერა, რომ დაველოდეთ ხალხის ტაძრიდან გასვლას. იქ არავინ არ დარჩენილა... და ძალიან ჩუმად, გასაიდუმლოებულად, კონფიდენციალურად დავიწერეთ ჯვარი. იქ ჩვენს გარემოცვაში ვითხოვე, არც ერთი ფოტო, ვიდეო, ინფორმაცია არ გაეზიარებინათ.
ფაქტი აქამდე არც გასაჯაროვებულა. დღემდე ძალიან ვაკონტროლებდით.
მე არც "ფარული კონვერტის " შემდეგ ვაპირებ ჩემს ქმარზე საუბარს. ეს თემა ისევ სამუდამოდ დაიხურება.