„მამაშენთან მქონდა სექსი აბაზანაში“ - რომელი ვარსკვლავი ჩააგდო შოკში გვინეტ პელტროუმ?

გვინეტ პელტროუ

49 წლის გვინეტ პელტროუმ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მსახიობმა გაამხილა, რომ სააბაზანოში ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა სტივენ ბოლდუინთან.

ფილმის - „შურისმაძიებლები“ - ვარსკვლავმა ჰეილი ბიბერი თავისი ბლოგის ახალი სერიის ჩასაწერად მიიწვია. გვინეტმა მამასთან ერთად ითამაშა ალან რუდოლფის ფილმში, „ქალბატონი პარკერი და მანკიერი წრე“ 1994 წელს. პელტროუმ აღიარა, რომ სიამოვნებდა სტივენთან მუშაობა.

„ეს იყო პატარა დამოუკიდებელი ფილმი. ვფიქრობ, მაშინ დაახლოებით 20 წლის ვიყავი, მაგრამ ის შესანიშნავი იყო. ის ისეთი ტკბილი იყო. დიახ, ეს იყო საოცარი“, - თქვა ოსკარის მფლობელმა.

გვინეტის აღიარებას ჰეილი იუმორით გამოეხმაურა. მოდელმა განმარტა, რომ კმაყოფილი იყო, მამის შესახებ ამას რომ ისმენდა. „მომწონს, ამას რომ ამბობთ, ცუდი იქნებოდა, გეთქვათ, რომ მასთან მუშაობა საშინელება იყო“. 

მოულოდნელად, პელტროუმ ორაზროვანი განცხადება გააკეთა - ხუმრობით აღნიშნა ბოლდუინთან ინტიმური ურთიერთობა. „ცუდია, თუ მე მაგალითად მამაშენთან მქონდა სექსი აბაზანაში?“ - ჰკითხა კინოვარსკვლავმა. ჰეილიმ აღიარა, რომ შოკირებული იყო. და მაინც, ბოლდიუნის შვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი რამ უკვე სმენოდა მშობლის შესახებ. თუმცა, არ იცის, იცის თუ არა მამამ, რომ მისი საიდუმლო გამჟღავნებულია. „მე ეს არ გამიკეთებია!" - ღიმილით დაარწმუნა გვინეტმა.