წყალი 7 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

WKALI

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ მოსახლეობას წყალმომარაგების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს:

,,ჯივიპი, 29 ივლისს, ვაკის რაიონში, ცაცხვების ქუჩა VIII შესახვევში ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 29 ივლისს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ცაცხვების ქუჩა VIII შესახვევში ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 29 ივლისს,  11:00 საათიდან 29 ივლისის  18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ცაცხვების  ქუჩას შესახვევებით და ჩიხებით, მუხრან მაჭავარიანის,ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ტოტო გუდავას, ლეო კვაჭაძის, ლისის ქუჩებს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი' ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.