1728499899
მაილი საირუსმა ყოფილი ქმრის დაბადების დღეზე ახალი სიმღერა გამოუშვა
მაილი საირუსმა 13 იანვარს ახალი სიმღერა, სახელად ყვავილები გამოუშვა. მომღერლის ფანები ფიქრობენ, რომ სიმღერა მაილისა და მისი ყოფილი ქმრის, ლიამ ჰემსვორტის ურთიერთობის შესახებაა. მათი აზრით, ამას ადასტურებს სიმღერის გამოშვების თარიღიც, რადგან 13 იანვარი ლიამის დაბადების დღეა.
„ჩვენ იმ ოცნების მსგავსად ვიყავით, რომელიც შეუფასებელია... ავაშენეთ სახლი და ვუყურეთ, როგორ დაიწვა", - ვკითხულობთ მაილის ახალი სიმღერის ტექსტში. ეს მონაკვეთი მომღერლის ფანებმა მაილისა და ლიამის თანაცხოვრებასა და 2018 წლის კალიფორნიის ხანძარს დაუკავშირეს, რის შედეგადაც მათი სახლი დაიწვა.
მაილიმ და ლიამმა ურთიერთობა 2009 წელს დაიწყეს, 2012 წელს კი ოფიციალურად დაინიშნნენ. 2018 წელს წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა, თუმცა ამის შემდეგ მათი ურთიერთობა ერთ წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა.