1749469094
„მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო... მადლობა, რომ თქვი - კი“ - რას წერს ნუცა ბუზალაძის რჩეული

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც ბოლო პერიოდია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვან ამბავს უზიარებს გამომწერებს. ნუცა თავის აგენტზე დაინიშნა. 28 წლის მომღერლის თქმით, მან თანხმობით უპასუხა ხელის თხოვნის წინადადებაზე:
"მე ვუთხარი „კი“ ჩემს სუპერ აგენტს, საუკეთესო მეგობარს და ახლა... ჩემს მომავალ ქმარს.
დარენი პირველად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი დაიჯერა, როდესაც ამერიკაში ჩემს ყველაზე დიდ ოცნებებს მივყვებოდი. ის არ იყო უბრალოდ აგენტი. ის ჩემი სუპერ აგენტი იყო. მან ყველაფერი გააკეთა, გამიღო კარები, რომლებიც არასდროს მეგონა, რომ გაიღებოდა, და ჩემ გვერდით იდგა ისე, როგორც არავინ! მაგრამ რასაც ვერ ვხედავდი, ის იყო, რომ ის ჩემი ცხოვრების სიყვარული გახდებოდა.
თავიდანვე ჩვენი კავშირი რწმენაზე, ნდობასა და ღვთის სიყვარულზე იყო დაფუძნებული. დროთა განმავლობაში ის ჩემი უსაფრთხო სივრცე გახდა. ის, ვინც სრულად მიგებდა, მაგრძნობინებდა თავს დაცულად, ძვირფასად...
როდესაც ლოს-ანჯელესში გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერი შეიცვალა. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა და ერთ დღეს მივხვდი, რომ დარენის მიმართ სიყვარული მხოლოდ პროფესიული არ იყო. ეს ყველაფერი იყო და ის ნამდვილი იყო!!!
ვლოცულობდი ასეთ პარტნიორზე. ვინც დედოფალივით მომეპყრობოდა, ჩემს ყოველდღიურობას სინათლეს შემატებდა და მთელი გულით შემიყვარებდა. და ღმერთმა გამომიგზავნა დარენი.
ბედნიერებით ვარ აღსავსე და მოუთმენლად ველი, ქალბატონი პრინცი გავხდე. შენ ჩემი ლოცვა ხარ, რომელიც ასრულდა. სამუდამოდ მიყვარხარ".
დარენი კი თავის პოსტში მადლობას უხდის ნუცას, რომ ხელის თხოვნაზე დადებითად უპასუხა.
დარენ პრინცი: როგორც ამბობენ, "ღმერთი იცინის, სანამ ჩვენ გეგმებს ვაწყობთ". ნუცა ბუზალაძეს 2 1/2 წინ შევხვდი და დავიწყე მასთან მუშაობა; ეს იყო americanidol-ის ფინალში მისი საოცარი შესრულების შემდეგ. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდით ერთმანეთს ჩვენი ღვთის სიყვარულით, ჩვენ-ჩვენი სულიერი ცხოვრების წესით და საუკეთესო მეგობრები გავხდით. ერთმანეთს ძალიან ბევრ რამეს ვუზიარებდით ჩვენი პირადი ცხოვრების შესახებ.
წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.
შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.
მადლობა, რომ თქვი - კი