მაჩვებმა სარკინიგზო მოძრაობა შეაფერხეს

მაჩვი

ნიდერლანდებში მაჩვების მიერ გათხრილი მიწის გამო სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა

მაჩვები მიწას პირდაპირ ლიანდაგების ქვეშ თხრიან რის გამოც სარკინიგზო გზის ჩანგრევის საშიშროება იზრდება. შედეგად, ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთში, ზოგ მარშრუტზე მოძრაობა სულ მცირე ერთი კვირის განმავლობაშია შეჩერებული.

პრობლემის მოგვარებას ართულებს ის ფაქტიც, რომ მაჩვები ნიდერლანდებში დაცული სახეობაა და ცხოველებს სხვა ლოკაციაზე გადასაყვანად ნებართვაა საჭირო. 

ამ ეტაპზე სარკინიგზო კამპანიაში ქვიშის გორაკის დაყრას გეგმავენ იქ, სადაც მაჩვები სოროების გათხრას შეძლებენ.