გონიოს ხიდთან ერთმანეთს მოპედი და მინივენი შეეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1749054858
Louis Vuitton სასტუმროს გახსნას გეგმავს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton გეგმავს, რომ პარიზის სათავო ოფისი მრავალფუნქციურ კომპლექსად გადააკეთოს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი ძვირად ღირებული სასტუმრო იქნება.
როგორც ბრენდის აღმასრულებელი ხელმძღვანელი მაიკლ ბურკე აღნიშნავს, ოფისის შენობის ტრანსფორმაცია უახლოეს ხუთ წელიწადში დაიწყება, ხოლო კომპლექსის სრულ პროექტზე მუშაობა დაახლოებით ათი-თხუთმეტი წელი შესაძლოა გაგრძელდეს. ბურკეს თქმით, ამ სივრცეში სასტუმროს გარდა, Louis Vuitton-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონცეპტუალურ მაღაზიაც იქნება წარმოდგენილი.