რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
სანქტ-პეტერბურგიდან იაკუტსკში მიმავალ თვითმფრინავში ფაუერბანკი აფეთქდა, რომელიც ერთ-ერთ მგზავრს ხელში ეჭირა. ავიახაზების ცნობით, სალონში დაკვამლიანდა და ხალიჩა დაიწვა.
ერთ-ერთი მგზავრის ფაუერბანკზე მოკლე ჩართვა მოხდა. მოწყობილობამ კვამლი გამოუშვა და დნობა დაიწყო. საბედნიეროდ, ეკიპაჟმა და ერთ-ერთმა მგზავრმა ხანძრის ლოკალიზება სწრაფად მოახერხეს. თვითმფრინავმა ჩვეულებისამებრ განაგრძო ფრენა და წარმატებით დაეშვა აეროპორტში.
SHOT-ის წინასწარი მონაცემებით, გოგონა, რომელიც ჩვილი ბავშვით მგზავრობდა, მოწყობილობის ჩაქრობაში აქტიურად მონაწილეობდა და დამწვრობა მიიღო. ჩასვლისთანავე მას სამედიცინო დახმარება გაეწია. ამჟამად, სატრანსპორტო პოლიცია ინციდენტს იძიებს.