LOEWE-ს ხელჩანთა ინტერნეტში გავრცელებული მიმით არის შთაგონებული

ლოევე

ჯონათან ანდერსონი თანამედროვე მოდის გამორჩეული დიზაინერია, რომლის კოლექციებსა და კონკრეტულ მოდელებში ხშირად ვხვდებით პოპ კულტურის რეფერენსებს. ამჯერად ანდერსონმა ხელჩანთის ახალი მოდელი წარადგინა, რომელიც მიმით არის შთაგონებული. დაახლოებით ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელ X-ზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა უჩვეულო ფორმის პომიდვრის ფოტო გამოაქვეყნა. მალევე ფოტო ბრიტანული Vogue-ის და Lyst-ის სოციალური მედიის მენეჯერმა გააზიარა და აღწერაში მიუთითა, რომ აუხსნელი მიზეზით, მისთვის ეს პომიდორი LOEWE-სთან ასოცირდება. 

მოდის სახლის ესთეტიკის ამგვარმა პარალელმა, როგორც ჩანს, ჯონათან ანდერსონი შთააგონა და თავისი ჩვეული იუმორით ხელჩანთის მოდელი შექმნა. LOEWE meme to reality – ასე აღწერა ანდერსონმა ჩანთა, რომელიც სოციალურ ქსელში მალევე ვირუსულად გავრცელდა.

ჯერჯერობით ჩანთა არ იყიდება თუმცა უკვე არაერთმა ინტერნეტ მომხმარებელმა გამოთქვა მისი შეძენის სურვილი. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jonathan Anderson (@jonathan.anderson)