როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

amindi

16 ივლისს ქუთაისში ნალექი იქნება, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექია ფოთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

სოხუმში მზიანი დღეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმაა დღეს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +19 ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.