დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
წუხელ „პრაიმ ჰაუსში“ პროექტი საბა უგრეხელიძეს დაატოვებინეს. მიზეზი, საბას, დეასა და ხატიას შორის მომხდარი დაპირისპირება გახდა.
დაძაბული ვითარების ფონზე მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ევა ქეცბაია თავს კარგად არ გრძნობს და ემოციურად ძლიერი ვეღარ არის.
„ძალიან მრცხვენია... ყველასთან. ჯერ ერთი, ყველასთვის დისკომფორტია... კოსტამ მითხრა, ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ თავი ხელში აიყვანეო...“ - ამბობს ევა.
რაც შეეხება კოსტას, ამბობს, რომ ესმის, რა მდგომარეობაშიცაა ევა და ცდილობს, მაქსიმალურად გაამხნევოს.
„ევა თავს ცუდად გრძნობს, ჩემთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც ადამიანს სულში, მორალში და ზნეობაში რაღაც აწუხებს და განიცდის. მე ვცდილობ, ევას მაქსიმალურად დავუდგე გვერდით.“