კონკრეტულ წელში დაბადებული ადამიანისთვის კონკრეტულ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება - ნახეთ, დეტალურად

ასტროლოგია

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, კონკრეტულ წელში დაბადებული ადამიანისთვის კონკრეტულ ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ რომელი ფერის ტანსაცმელი გააძლიერებს თქვენს იღბალს, გაგიხსნით ბედნიერების კოდს და მოგიტანთ წარმატებას. ასევე, ხელს შეგიწყობთ, ოცნებები აიხდინოთ და დასახულ მიზნებსაც ზედმეტი პრობლემებისა და წინაღობების გარეშე მიუახლოვდეთ.

ვირთხის წელში დაბადებული ადამიანისთვის, წარმატების მომტანია ვარდისფერი და ყვითელი. მაქსიმალურად, უნდა მოერიდოთ შავის გამოყენებას;

ხარის წელში დაბადებული ადამიანისთვის, წარმატების მომტანია ნეონის ფერები და კრემისფერი. უნდა მოერიდოთ მწვანის გამოყენებას;

ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია ნაცრისფერი და იასამნისფერი. განსაკუთრებით კარგია ეს ფერები სასიყვარულო-რომანტიკული შეხვედრების დროს. უნდა მოერიდოთ, ცისფრის გამოყენებას.

კურდღლის, იგივე კატის წელში დაბადებულებისთვის, წარმატების მომტანია ვარდისფერი და ყვითელი. ამ ფერის ტანსაცმელი ხშირად ჩაიცვით ფულის მოსაზიდად და ჯანმრთელობის გასამყარებლად. უნდა მოერიდოთ წითლის გამოყენებას;

დრაკონის წელში დაბადებული ადამიანებისთვის წელს წარმატების მომტანია ლალისფერი, წითელი და ნაცრისფერი. უნდა მოერიდოთ ნარინჯისფერის გამოყენებას;

გველის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია მკვეთრი ყვითელი, ცისფერი და გარგარისფერი. უნდა მოერიდოთ შავის გამოყენებას;

ცხენის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია: თეთრი, ვერცხლისფერი ან ღია კრემისფერი. მოერიდეთ მწვანის გამოყენებას;

თხის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია ნაცრისფერი, ლურჯი და შავი – განსაკუთრებით შაბათობით. უნდა მოერიდოთ ვარდისფრის გამოყენებას;

მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია: სხვადასხვა ტონის ყვითელი და მკვეთრი ვარდისფერი. იღბალს განსაკუთრებით აძლიერებს ამ ფერის ტანსაცმლის ხუთშაბათობით ჩაცმა, ამით ბედნიერებას ადვილად მოიპოვებთ. უნდა მოერიდოთ წითლის გამოყენებას;

მამლის წელში დაბადებულებისთვის წარმატების მომტანია ვარდისფერი, ცისფერი, თეთრი და ვერცხლისფერი. უნდა მოერიდოთ იასამნისფრის გამოყენებას;

ძაღლის წელში დაბადებულებისთვის, წარმატების მომტანია წითელი, ყვითელი და თეთრი. უნდა მოერიდოთ მწვანის გამოყენებას;

ღორის წელში დაბადებული ადამიანებისთვის წარმატების მომტანია მკვეთრი წითელი და ყვითელი. უნდა მოერიდოთ შავის გამოყენებას.

წყარო: თბილისელები