კოლიზეუმში ტაქსა ძაღლის მსგავსი ნაშთები აღმოაჩინეს - როგორია მეცნიერების ვარაუდი

ტაქსა

არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ პირველად აღმოაჩინეს ტაქსას მსგავსი პატარა ძაღლების ნაშთები 2 000 წლის წინანდელი ამფითეატრის სანიაღვრე არხების გათხრებისას. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

ეს ძაღლები, ალბათ, ტაქსას წინაპრები უნდა ყოფილიყვნენ. თანამედროვე ტაქსას ჯიში გაჩნდა მე-18 საუკუნის დასაწყისის გერმანიაში და შეიქმნა მაჩვებზე სანადიროდ.

როგორც American Kennel Club იტყობინება, „ისინი გამოიყვანეს საშიშ ცხოველებზე სანადიროდ და რომ მათ უზარმაზარი გაბედულების გამოჩენა შეუძლიათ".

არქეოლოგების თქმით, კოლიზეუმში ტაქსა ძაღლების მსგავს ცხოველებს, შესაძლოა, უფრო დიდ ცხოველებთან, მაგალითად, დათვებთან არკინებდნენ ან ასრულებინებდნენ აკრობატულ ილეთებს.

„ჩვენ ვიპოვეთ ძაღლების მრავალი ძვალი, რომლებიც თანამედროვე ტაქსას მსგავსია", - განუცხადა The Telegraph-ს კოლოსეუმის დირექტორმა ალფონსინა რუსომ.